www.alion.ge
ცხოვრების მიზნად სიმართლე გვქონდეს და სიყვარული მოძმეთა ვალად!"

ლოგო

აქტუალური სტატიები
  • `პარკში შენობის ჩადგმას მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს~
  • გიორგი ჩხაიძე: „ეს იქნება რეგიონის წარმომადგენლობა გური ...
  • `გურულები გაკუჭდებიან (გაბრაზდებიან) და დღეიდანვე გამრა ...
  • `ალიონისთვის~ გათვალისწინებული თანხა ორ რეგიონულ მედიას ...
  • .საკრებულოს ხელმძღვანელობის სამი ინიციატივა და ბიუჯეტის ...
  • „როცა არჩევანი კეთდება პიროვნებასა და სახელმწიფოს ინტერ ...
  • მთისპირელები `გვიმრაზე გამობმული~ მაღალი ძაბვის ხაზებსა ...
  • ოზურგეთის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში ბიუჯეტის საჯარ ...
  • `გურიის მაცხოვრებლებისთვის პრიორიტეტულია სასიცოცხლოდ აუ ...
  • მგლებმა მთისპირში სოფლის ცენტრისკენ გადმოინაცვლეს

  • #1 (10038) მაისი, 2014 წ.
    prev next
    
    ანასეულში აკადემიკოს ვალერიან ცანავას ბინა გაძარცვეს
    25-11-2014, 16:59
    ალიონი. გუშინწინ, 22 ნოემბერს გვიან ღამით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, აკადემიკოს ვალერიან ცანავას სახლი გაძარცვეს. ქურდებმა, მეზობლებისგან მალულად, ბინაში მთავარი კარიდან მაშინ შეაღწიეს, როცა მისი მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა. უცნობია თუ რა გაიტანეს სახლიდან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
    
    ოზურგეთის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში ბიუჯეტის საჯარო განხილვამ აჩვენა, რომ მოქალაქეები ნაკლებად ერთვებიან მსგავს პროცესებში
    25-11-2014, 16:58
    ოზურგეთის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში ბიუჯეტის საჯარო განხილვამ აჩვენა, რომ მოქალაქეები ნაკლებად ერთვებიან მსგავს პროცესებში
    დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას ტერიტორიული ერთეულებიდან მოსალოდნელზე ნაკლები ხალხი დაესწრო. ვინც დაესწრო, ისინიც არ გამოირჩეოდნენ დიდი აქტიურობით, გამონაკლისს წარმოადგენდა, ვაკიჯვრის, მაკვანეთის, ბაილეთისა და თხინვალის წარმომადგენლები.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი კვერღელიძის თქმით, პირველი განხილვის შემდეგ პროექტის შემოსულობებსა და ხარჯვით ნაწილში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. შემოსულობები სულ განსაზღვრულია 6957,5 ათასი ლარით. მასში ასახული არ არის ინფრასტრუქტურის სამუშაოებისა და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანხის მოცულობა, ვინაიდან თანხების გამოყოფა ხდება 2015 წლის დასაწყისში ფინანსთა სამინისტროს მიერ. ბიუჯეტის გადასახდელები კი სულ გათვლილია 6 957,9 ათას ლარზე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი რგოლის უკვე გახმიანებულ სამ ინიციატივას (შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის მიზნით, შემოღებულ იქნას მშენებლობებზე ახალი მოსაკრებელი; მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა 1700-ზე მეტია, მაგრამ აუცილებლად ესაჭიროება სოციალური დახმარება, ნაცვლად 100 ლარისა, ბიუჯეტიდან მიეცეს 150 ლარი; უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხულ, მუნიციპალიტეტის თემთა საკრებულოს დასახლებულ პუნქტში მცხოვრებ იმ სტუდენტს, რომელიც მიიღებს 100%იან სახელმწიფო დაფინანსებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წლის განმავლობაში გადაეცეს 3000 ლარი, ხოლო მის სკოლას 1000 ლარი), საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით, დაემატა კიდევ ერთი _ საპენსიო დანამატი იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 85 წელი.
    
    სოფელ ვაკიჯვარში ბრუცელოზით ადამიანები დაავადდნენ
    25-11-2014, 16:50
    სოფელ ვაკიჯვარში  ბრუცელოზით ადამიანები დაავადდნენ
    ალიონი. გაზეთმა `ალიონმა~ რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ბრუცელოზის და სხვა ინფექციური დაავადებების თემებზე, თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურიდან პასუხი არ მიგვიღია იმ მოტივით, რომ `ცენტრში~პრესსამსახურისათვის უნდა მიგვემართა.მჯერად გაზეთ `ალიონს~ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა მოაწოდა.
    მაია ქუტიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მთავარი ექიმი: _ თქვენი გაზეთიც წერდა, რომ სხვასხვა სოფლებში იყო ბრუცელოზის შემთხვევები. წლეულს, 18 აგვისტოს `მედალფაში~ სოფელ ვაკიჯვრის ერთ-ერთმა მოქალაქე მივიდა ბრუცელოზისათვის დამახასიათებელი ჩივილებით. `მედალფამ~ დაავადების დასადგენად ანალიზისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ლაბორატორიას მიმართა. ადგინდა ბრუცელოზის ფაქტი. სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ვეტერინარული სამსახურის ჩარევით, სოფლებში _ ვაჯიკვარსა და ფამფალეთში ჩატარდა პირუტყვის გამოკვლევა.
    
    `გურულები გაკუჭდებიან (გაბრაზდებიან) და დღეიდანვე გამრავლებაზე იზრუნებენ~
    23-11-2014, 19:23
    `გურულები გაკუჭდებიან (გაბრაზდებიან) და დღეიდანვე გამრავლებაზე იზრუნებენ~
    სახელისუფლო გუნდის ვიზიტი გურიაში

    ალიონი.. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, გრძელდება სახელისუფლო გუნდის ვიზიტი საქართველოს იმ 6 რეგიონში, სადაც, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის პრემიერის ინიციატივა _ მესამე და შემდეგი შვილის ფულადი დახმარება.
    20 ნოემბერს, სახელისუფლებო გუნდი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, სტეფანწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის, მისი მოადგილის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის მირიან წიკლაურის და საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარის თამარ ჩიბურდანიძის შემადგენლობით, ოზურგეთს ეწვია და ოზურგეთის სახელმწიფო თეატრში გამართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. სტუმრებთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამხარეო ადმინისტრაციის (გუბერნია), ქალაქ ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს, გურიის სამივე რაიონის გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები ასევე ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე.
    შეხვედრა გახსნა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა: სტუმრებს _ ჩამობრანებისთვის და მასპინძლებს _ გამოჩენილი ინტერესისა და შესაფერისი დახვედრისათვის (იგულისხმება სავსე დარბაზი).
    
    მგლებმა მთისპირში სოფლის ცენტრისკენ გადმოინაცვლეს
    20-11-2014, 15:13
    მგლებმა მთისპირში სოფლის ცენტრისკენ გადმოინაცვლეს
    კიდევ ერთ უცნაური ცხოველის გამოჩენაზე წუხან მთისპირელები
    გაზეთი „ალიონი“ რამდენიმე წელია წერს სოფ. მთისპირში მტაცებელი ცხოველებისაგან სოფლის მოსახლეობის შევიწროების შესახებ. შარშანწინ ტყეში დათვი დაესხა თავს უკანავას უბანში მცხოვრებ მარკოიძეს და მძიმედ დააზიანა. წელს, გაზაფხულზე დათვი სოფლის განაპირას, ბენტონიტური თიხის კარიერთან დაესხა თავს უკანაველ ჯემალ შავაძეს და სხეულის დაზიანება მიაყენა. უკვე წლებია, სოფლის განაპირა უბნებში (უკანავა, ვანისქედი, დელემური, თოფურიათი) ნადირმა მოსახლეობას გაუწყვიტა თხები, ღორები. მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აქაურები საძოვარზე მორიგეობით დარაჯობენ.
    
    .საკრებულოს ხელმძღვანელობის სამი ინიციატივა და ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი დარბაზის მიერ დანახული შუქ-ჩრდილები
    20-11-2014, 15:02
    .საკრებულოს ხელმძღვანელობის სამი ინიციატივა და ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი დარბაზის მიერ დანახული შუქ-ჩრდილები
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული „საზოგადოებრივი დარბაზის“ 18 ნოემბრის სხდომის ბჭობის საგანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი იყო და ამდენად იგი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევდა.
    დარბაზობის პროლოგშივე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მშენებლობების მოსაკრებლებში ისეთი სტატისტიკა წარმოადგინა, რომელსაც გულდაგულ რომ მიჰყვე, შესაძლოა, კორუფციის დიდ საბუდარს გადაეყარო.
    კვერღელიძის თქმით, იმის გამო რომ მშენებლობებზე არ ხდებოდა მოსაკრებლების ამოღება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2-3 მილიონ ლარს ჰკარგავდა, ეს იმ დროს, როცა, მაგალითად, ურეკში მშენებლობების ბუმი იყო. აქვე გაირკვა, რომ როცა კანონით საკურორტო ზოლში მშენებლობის მოსაკრებლის რაოდენობა განსაზღვრულია 1-დან 5 ლარამდე ერთ კვადრატულ მეტრზე, საკრებულოს დადგენილებით ახდევინებდნენ მხოლოდ 1 ლარს.
    
    რეფორმების თუ პოლიტიკის ახალი ტალღა?!
    16-11-2014, 22:56
    რეფორმების თუ პოლიტიკის ახალი ტალღა?!
    ალიონი. პროექტმა `სახელმწიფო 3.0: რეფორმების ახალი ტალღა~ ოზურგეთში გასული კვირის ოთხშაბათს, 12 ნოემბერს მოაღწია. როგორც `დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე პრეზენტატორმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიგა გლუნჩაძემ განაცხადა, ხსენებული პროექტი მიზნად ისახავს შექმნას მექანიზმები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება კონკრეტული პრობლემების ინოვაციურ გადაწყვეტაზე და ხელს შეუწყობს საინიციატივო ჯგუფების ფორმირებას.
    `დღეს, ჩვენი საზოგადოების გამოწვევების საპასუხოდ, საჭიროა ახალი და მძლავრი რეფორმები, რომლებიც ტენდენციების გათვალისწინებითა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, ახალ შესაძლებლობებს მისცემს როგორც საზოგადოების თითოეულ წევრს, ასევე მთელ საზოგადოებას.
    პროექტის ფარგლებში ათასობით მონაწილე იმუშავებს 12 თვითმმართველ ქალაქში და ხუთი კონკრეტული მიმართულებით ყველა მსურველს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა საკუთარი ქალაქის ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სისტემის, ეკონომიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, რომელთა განხორციელება სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული, _ აღნიშნა გლუნჩაძემ.
    
    მთისპირელები `გვიმრაზე გამობმული~ მაღალი ძაბვის ხაზებსა და წყლის პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ
    16-11-2014, 22:52
    მთისპირელები `გვიმრაზე გამობმული~ მაღალი ძაბვის ხაზებსა და წყლის პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობენ
    ალიონი. გასულ პარასკევს, სოფ. მთისპირში გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემთა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
    როგორც ამ შეხვედრაზე გამოიკვეთა მთავარი თემა სასმელი წყლის მრიცხველების დადგმა იყო. ამასთანავე, ისინი ითხოვდნენ "ენერგო პრო -ჯორჯიასაგან" გამრიცხველიანების დაჩქარებას და შეშის მოსაჭრელად ტყეკეფების მისადგომ ადგილებში გამოყოფას.
    ლევან ბოლქვაძე:- საიდან მოვიტანოთ შეშა, არ ვიცით. ფოქვაში და სოფლიდან დაშორებულ ისეთ ადგილებში იძლევიან მოჭრის ნებართვას, სადაც ტექნიკა ძნელად უდგება. არ შეიძლება სოფლის სიახლოვეს გაიცეს ხის მოჭრის ნებართვა? ან ელექტროხაზები რა მდგომარეობაშია. ცალკეულ უბნებში ყველა ელექტრობოძი შესაცვლელია.
    
    „როცა არჩევანი კეთდება პიროვნებასა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის,მე არჩევანს სახელმწიფოს სასარგებლოდ გავაკეთებ".
    6-11-2014, 23:47
    „როცა არჩევანი კეთდება პიროვნებასა და სახელმწიფოს ინტერესებს შორის,მე არჩევანს სახელმწიფოს სასარგებლოდ გავაკეთებ".
    დიმიტრი კვერღელიძემ პარტია `თავისუფალი დემოკრატები~ დატოვა
    დღეს, პოლიტიკური პარტია `თავისუფალი დემოკრატების~ ოზურგეთის ორგანიზაციის ლიდერმა და იმავდროულად ოზურგეთის თემების მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი კვერღელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში ბრიფინგი გამართა და პარტია `თავისუფალი დემოკრატების~დატოვების შესახებ განაცხადა.
    ` მოგესალმებით! თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.იცით,რომ "თავისუფალმა დემოკრატებმა" დატოვა კოალიცია "ქართული ოცნება" და მე,როგორც ერთ-ერთი დამფუძნებელი "თავისუფალი დემოკრატების" ოზურგეთში მინდა გავაკეთო განცხადება და გამოვთქვა ჩემი მოსაზრება ამ საკითხებთან მიმართებაში.
    
    `ალიონისთვის~ გათვალისწინებული თანხა ორ რეგიონულ მედიასაშუალებას გადაუნაწილეს
    6-11-2014, 23:44
    `ალიონისთვის~ გათვალისწინებული თანხა ორ რეგიონულ მედიასაშუალებას გადაუნაწილეს
    5 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თემთა საკრებულოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი მორიგი ცვლილებები წარმოადგინეს.
    საკრებულოსა და გამგეობის სატრანსპორტო საშუალებებისთვის საწვავ-საპოხი მასალების ხარჯის გაზრდის შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა რეგიონული მედიისათვის წლის ბოლომდე გამოყოფილი 2,5 ათას ლარზე გააკეთა კომენტარი:
    _ 2,5 ლარიდან 300 ლარი გაზეთ `ალიონში~გამოსაქვეყნებული მასალების ღირებულება უნდა ყოფილიყო. რადგან `ალიონმა~ უარი განაცხადა თანხის მიღებაზე, 150-150 ლარი გაზეთებს `გურია ნიუსსა~და `გურიის მოამბეს~ დაემატა, _ განაცხადა მამაკაიშვილმა.
    

    პოპულარული

  • `პარკში შენობის ჩადგმას მოსახლეობა არ დაუჭერს მხარს~
  • გიორგი ჩხაიძე: „ეს იქნება რეგიონის წარმომადგენლობა გური ...
  • `გურულები გაკუჭდებიან (გაბრაზდებიან) და დღეიდანვე გამრა ...
  • `ალიონისთვის~ გათვალისწინებული თანხა ორ რეგიონულ მედიას ...
  • .საკრებულოს ხელმძღვანელობის სამი ინიციატივა და ბიუჯეტის ...
  • „როცა არჩევანი კეთდება პიროვნებასა და სახელმწიფოს ინტერ ...
  • მთისპირელები `გვიმრაზე გამობმული~ მაღალი ძაბვის ხაზებსა ...
  • ოზურგეთის დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში ბიუჯეტის საჯარ ...
  • `გურიის მაცხოვრებლებისთვის პრიორიტეტულია სასიცოცხლოდ აუ ...
  • მგლებმა მთისპირში სოფლის ცენტრისკენ გადმოინაცვლეს
  • გამოკითხვა


    საიტის თავში